დღეს პირველი მოსამზადებელი სხდომა იყო. თამარა ჩერგოლეიშვილს ნამდვილად მე შევთავაზე მორიგება, რადგან მჯერა, რომ ახლა ამ კონფლიქტის დრო არ არის. ალტერნატივად ასევე შევთავაზე დავის გადადება უკეთესი დროისთვის. (და არც ერთხელ არ მიხსენებია რაჟდენა ან ბევრი საქმე). - ამის შესახებ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
"ტყუილი მეჯავრება. არც ჩერგოლეიშვილზე და არც ვინმე სხვაზე არასდროს მითქვამს ტყუილი. და მე ამის დამტკიცებას მურუსიძის სასამართლოშიც კი შევძლებ. მე ვფიქრობ, რომ ეს დავა საფრთხის შემცველია თავად თამარასთვის და მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში ადეკვატური იქნებოდა საქმის შეწყვეტა. თუ თამარას ასე ძალიან სურს ეს დავა, მე მითუმეტეს არ მაქვს პრობლემა ვიდავო ამ მორიგი SLAPP-ის საქმეზე. ისედაც ვთვლი, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა შერჩეთ უფლებაფამცველის გაჩუმების მცდელობა.
შევხვდებით სასამართლოში. " - წერს ბაია პატარაია "ფეისბუკზე".
შეგახსენებთ, დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: დღეს 12 საათზე გაიმართება ცირკი - ჩერგოლეიშვილი პატარაიას წინააღმდეგ
2025 წლის 4 თერბერვალს თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენლის ბაია პატარაიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. - ბაია პატარაიამ მიიღო ჩემი ადვოკატის წერილი - ერთ კვირას ვაძლევთ, რომ ყველა ცილისწამება უკან წაიღოს და დიდი ბოდიში მომიხადოს