ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონულ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.