“ირაკლი კობახიძე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის. რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი ჩამოართვით "ჰესბოლას" და “ჰამასის” ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცნობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა
"მე კითხვას გისვამ ირაკლი, აპირებ თუ არა, რომ ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოუხადო ქართველ ხალხს?
ერთი ხელით დაბლოკე 95 მილიონი დოლარი, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის არამღიარებელ ორ კონკრეტულ ორგანიზაციის “ჰესბოლას” და “ჰამასის” ლიდერს, რომლებიც აღიარებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებად.
არის თუ არა ეს ანტიქართული ქმედება და აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადო ამის გამო ქართველ ხალხს?
კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება.
კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი, თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?!
95 მილიონი დოლარით მაგალითად 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა. ან შეძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის.
არის თუ არა ზიანი ჩვენთვის?
და ეს გზა ხომ საქართველოს გაკოტრების, გაბანკროტებისკენ მიჰყავს.
აპირებ თუ არა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბოდიში მოუხადო ქართველს ხალხს, რომ თქვენ ხელი ჩამოართვით იმ ადამიანებს, რომლებიც არ ცნიბენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი?“ - განაცხადა ირაკლი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ირანში ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი
ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება