26 ოქტომბერი არის, სწორედ ის არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური, მთელი საქართველო იყოს დატვირთული ტურისტებით და იყოს განვითარებული, - ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"ახლა ვართ ანაკლიაში, დაცლილია აქაურობა, აი, ეს არის “ქართული ოცნების” სახე. ყველაფერი რაც გაკეთდა მიშას დროს, ყველაფერს გადაუსვას ხაზი და ებრძოლოს ბოლომდე. ბათუმი სავსეა ტურისტებით, ამბობენ, ანაკლია ბოლომდე დაცალეს. ერთი სასტუმრო, ხეებია ამოსული შიგნით, მიგდებული მშენებლობა, მეორე სასტუმრო დაიკეტა, იქით მხარეს თვითონ ბიძინაც ვითომ, რომ აშენებდა ისიც შეწყდა.
ხიდზე პრობლემებია, პლიაჟი ცარიელია, ხალხი არ არის. მე გეკითხებით, როგორ უნდა იარსებოს ამ პირობებში ხალხმა? აი, ეს უსამართლობა უნდა შევცვალოთ, საქართველო უნდა განვავითაროთ. 26 ოქტომბერი არის, სწორედ ეს არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური, მთელი საქართველო იყოს დატვირთული ტურისტებით და იყოს განვითარებული.
არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ჯინში უდგებიან თავის ქვეყანას, ის ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში უნდა იყოს ხალხის სამსახურში მყოფი ადამიანები. ასე, რომ წინ გამარჯვებისკენ, წინ ერთიანობისკენ. მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს საქართველოს, - განაცხადა ვაშაძემ