გიორგი ვაშაძე Edıson Research-ის კვლევაზე: არ უნდა მოვდუნდეთ, არცერთი ხმა 5%-ის ქვემოთ არ უნდა დაიკარგოს, - ამის შესახებ „ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა.
„დადასტურებული ფაქტია უკვე რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება, იმარჯვებს ქართველი ხალხი და ოპოზიციაც იმარჯვებს ამ არჩევნებში. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოგვადუნოს ამ შედეგებმა, იმიტომ რომ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და ნომერ პირველი ამოცანა არის არცერთი ხმა 5%-ის ქვემოთ არ დაიკარგოს, რომ გარანტირებული იყოს გამარჯვება. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ეფექტურია, უტყუარად მარცხდება ქართული ოცნება, უტყუარად იმარჯვებს ხალხის მხარდაჭერით ოპოზიცია", - ამბობს ვაშაძე.