თუ „ოცნებამ“ გადაწყვიტა და თქვა, ვრჩები ხელისუფლებაში, ეს სხვა სცენარია, ამისთვისაც ჩვენ მზაობა გვაქვს, - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ, უპირატესობით მოგებას ვამბობ არა 3-4% -ით არამედ 20% უნდა ვაჯობოთ ჯამურად, რომ ვერ გააყალბოს, გაყალბებასაც აქვს თავისი ზღვარი 3-5%. საქართველო არ არის არც ბელოსური არც ვენესუელა, საქართველო არის საქართველო. ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები, ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით და დარწმუნებული ვარ, რომ ამას დავაფიქსირებთ. თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ადგეს და თქვას, რომ მე ვრჩები ხელისუფლებაში ეს სხვა სცენარია, ამისთვისაც ჩვენ მზაობა გვაქვს. ხალხის გამარჯვებას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.