"კალაძე, თავისი განცხადებებით, რომელიც მას გაუხსენეს, რეალურად აკეთებს პუტინის საქმეს და საქართველოს ტოვებს იზოლირებულს, დაუცველს რუსული საფრთხის წინაშე"- ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

"კალაძე, ისევე როგორც ივანიშვილის რეჟიმი, აწარმოებს ერთის მხრივ, რეალურად მასიურ ანტიდასავლურ პროპაგანდას და ამის ბევრი მაგალითი იქნა მოყვანილი. ამავდროულად ცდილობს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი შეცდომაში შეიყვანოს, რომ მთლად ასე ცუდად არ არის საქმე, პროევროპულები ვართ, არ ვართ ანტიევროპულები და ა.. იმიტომ რომ ამ ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ".- ამბობს გიგა ბოკერია.