უპრეცედენტო რამე მოხდა, ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი მსახური სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გოგა ბოკერია აშშ -ის  სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა.  

"უპრეცედენტო რამე მოხდა, ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი მსახური სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ყველაზე ძლიერი დემოკრატიის, შეერთებული შტატების მხრიდან.ეს ადასტურებს იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ამასთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეა ჩვენთვის ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ის გვაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, თუ არ შევცვლით ამ რეჟიმს, ეს იზოლაცია მხოლოდ გარღმავდება და დაგვტოვებს მარტო, რუსული საფრთხის წინაშე, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვივიდა 90-იანებში, ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით, პროდასავლური, დემოკრატიული მთავრობით"- აცხადებს გიგა ბოკერია.

ენტონი ბლინკენი: ამერიკაში შესვლა აეკრძლათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს