ივანიშვილის სწორი გადაწყვეტილება იქნება, შეეგუოს იმას რომ მარცხისთვის არის განწირული - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა. გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„სწორი გადაწყვეტილება ივანიშვილის ის იქნება, შეეგუოს იმას რომ განწირულია მარცხისთვის და ქვეყნისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეეგუოს ძალაუფლების დაკარგვას. მაგალითად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თქვას, რომ ჩვენ მივქარეთ და ჩიხში შევიყვანეთ ქვეყანა“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.