"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველა მოძრაობა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, მიმართულია ერთადერთი რამისკენ, რომ ბოლომდე არ დაკარგონ მათი ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც პროევროპულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით მაინც სტატუსკვოს უჭერდა მხარს.
„ისე შეტოპეს ამ ანტისადავლურ ამბავში, რაც ყოველთვის ჰქონდათ, რომ ეგ საფრთხე დაინახეს ამ რუსული კანონის მიღებისას. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მოქალაქეს ვუთხრათ, არ მოტყუვდნენ ამ მცდელობებით, არ მოტყუვდნენ იმით, თუ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ბრიუსელმა მაინც მოგვცა სტატუსი, რომ ამ რეჟიმის პირობებში მაინც შევძლებთ რეალურად წინსვლას, ნატოს წევრობასა და ევროკავშირთან რეალურ დაახლოებას.
კანდიდატობის წევრობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მაგრამ არის მხოლოდ ინსტრუმენტი, თუ არ გყავს პროევროპული მთავრობა, მაშინ ჩვენ ვერ გავხდებით ვერც ნატოსა და ვერც ევროკავშირის წევრი. ამიტომ არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილის რეჟიმს, რომ მოატყუოს საზოგადოების ნაწილი მაინც, რასაც ის წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდა“ - თქვა გიგა ბოკერიამ