„ოცნება“ „ნაცების“ დატოვებულზე პარაზიტირებს და თან მთელ დროს მათ წყევლაში ატარებს - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე არ ვიცი განუკითხაობის, ბოროტების არც ერთი სახეობა, რომელსაც ვებრძოდი ნაც. მოძრაობის პერიოდში და არ გაემეორებინა მოქმედ ხელისუფლებას.
უფრო მეტიც - მიშა ამას “დიადი მიზნებით” მაინც ფუთავდა, ესენი კი ბანალურად ძალაუფლებისთვის კადრულობენ ყველაფერს…
ქართული ოცნება არის ნაც. მოძრაობის “ღირსეული” სამართალმემკვიდრე, რომელიც თავისას ვერ ქმნის, ნაცების დატოვებულზე პარაზიტირებს და თან მთელ დროს მათ წყევლაში ატარებს…“- წერს ხუხაშვილი.