ჩემი აზრით, ისეთ აბსურდში ვცხოვრობთ, ღარიბაშვილი გახდებოდა აკადემიკოსი…აი, მერე კი… - ასე ეხმიანება პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა.
"ბექა ყორშია სინამდვილეში ჩემი შვილი ყოფილიყო და მამა-შვილური რჩევა ეკითხა, ვურჩევდი, რომ ეს ჩანაწერი ჯერ არ გაესაჯაროებინა და მივყოლოდით პროცესს… ჩემი აზრით, ისეთ აბსურდში ვცხოვრობთ, ღარიბაშვილი გახდებოდა აკადემიკოსი…აი, მერე კი…" - წერს ფია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტვ "მთავარი არხის" ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
როინ მეტრეველი უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ჟურნალისტს მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მას და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვისაა საჭირო.