კარგად ვიცნობ ღარიბაშვილს, არანაირი მოსაზრებები არ გააჩნია, არც ისეთი, არც ასეთი - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირელის“ ეთერში განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილს კარგად ვიცნობ, მას საკუთარი აზრი არ გააჩნია. შეიძლება ვიღაცა ადამიანი იყოს ცუდი, კობახიძე მაგალითად, მაგრამ კობახიძეს აქვს თავისი მოსაზრებები, ტექნოლოგიები, ამას არა აქვს არანაირი მოსაზრებები, არც ისეთი, არც ასეთი. დილას ეტყვიან გამოდი და თქვი - გაუმარჯოს წითელ არმიას, გამოვა და იტყვის - გაუმარჯოს წითელ არმიას. დაავალებენ საღამოს თქვი - გაუმარჯოს ნატო-ს, გამოვა და იტყვის - გაუმარჯოს ნატო-ს, ისე რომ წარბსაც არ შეიხრის, იმიტომ რომ სულერთია მისთვის წითელი არმია იქნება თუ ნატო, ამაშია საქმე“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.