ევროპარლამენტარი მიხაეილ გალერი მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
როგორც მიხაეილ გალერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს.
„პრემიერ-მინისტრ კობახიძეს თუ შევხედავთ, ცოტა ხნის წინ ის ხვდებოდა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსს, სადაც დაიმსახურა დიდი მოწონება სწორი მოსაზრებების გამო, მაგრამ ამასობაში წავიდა ბუდაპეშტში ულტრამემარჯვენეების კონფერენციაზე, სადაც წარდგა, როგორც სპიკერი. მაინტერესებს, სად მიდის ეს ქვეყანა და საით მიდის მმართველი პარტია? ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის სურვილს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშით დგანან. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ხალხს. ასევე, მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და სანქცირებას ბატონი ივანიშვილის, რადგან ის არის უკანა ფონზე, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობს იქ დღის წესრიგს“, – განაცხადა გალერმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება