ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.
"მივესალმები ამ სიახლეს. მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად საჭირო იყო? ღირდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და საზოგადოების შემდგომი პოლარიზაცია?
ამ დამაზიანებელ ეპიზოდში ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილის ერთადერთი მანქანა მმართველი პარტია აღმოჩნდა", - წერს ლექსმანი.