გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არა იმიტომ, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო საკმარისად ანტირუსული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიკ ვოლასმა განაცხადა.
„ეს არის (მიხეილ სააკაშვილი.რედ) ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა. ის იყო მათი პინოჩეტი. 300 ათასზე მეტი ოპონენტი იყო დაპატიმრებული. ბევრი მათგანი აწამეს. რამდენიმე მოკლეს. ამ დროს კი, დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც საქართველოში განხეთქილება დათესეს. როდესაც მთავრობამ სცადა, წარედგინა კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულების დასაკისრებლად, ევროკავშირი მათ თავს დაესხა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ აშშ-ის იგივე კანონი წლებია, აქვს, ხოლო ევროკავშირი თავად გეგმავს იგივენაირი კანონის მიღებას“, – აღნიშნა ვოლასმა.
ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, საქართველო არ არის დაინტერესებული ომით, საქართველოს მშვიდობა სურს.
„საქართველოს სურს კარგი ურთიერთობები ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. მათ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტზე ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად? მათ უნდა შეუწყონ ხელი ომს, მშვიდობის ნაცვლად? მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი და მიეცით ხალხს საშუალება, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ვოლასმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი.