ემზარ კვიციანი: მივდივარ აშშ-ის საელჩოსთან, რომ ისეთივე ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, როგორი ზეწოლითაც ოქრუაშვილი გამოაშვებინეს ციხიდან
1591696398
საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების"" წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს და აშშ-ის საელჩოს წინ იწყებს აქციას: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება!
ამის შესახებ ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ მისი მიზანია, უკანონოდ წართმეული ქონების დასაბრუნებლად აშშ-ს საელჩომ ისთივე ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გამოყვანის შემთხვევაში მოახდინა.
"ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ და მივდივარ მოსათხოვნად, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისულებაზე, ისეთივე ზეწოლით, როგორც რომ ოქრუაშვილი გამოაშვებინეს. ორი დამნაშავე გამოაშვებინეს ზეწოლით. რომ გეუბნებიან დამნაშავე გამოუშვიო, უდანაშაულოებს რას გვერჩიან? მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოგთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება! " განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ემზარ კვიციანმა პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა თანამდებობის პირს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის, თუმცა განმარტა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა 70 ათასზე მეტი ოჯახი გააუბედურა და დღეს სამართლკიანობა 0, 0001%-ითაც არ არის აღდგენილი.
რატომ გვიშვებთ სტრასბურგში, რატომ არ ასამართლებთ აქ ხალხს სამართლიანად? ისედაც იცის საქართველომ რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა 70 ათას ოჯახზე მეტი გააუბედურა და რეპრესიებში გაატარა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ 0, 0001%-ით არ არის აღმდგარი სამართლიანობა.. ბოლო დროს ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოგმართვათ. სამჯერ ვიყავი თქვენთან მოსული, თქვენ ხელათვე რეაგირება მოახდინეთ, დაელაპარაკეთ ადამიანებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრსაც. მადლობა ამისთვის თქვენ. ველაპარაკე პრემიერ-მინისტრსაც, მანაც აღმიქვა თანადგომა, რომ ყველაფერს გააკეთებდა სამართლიანობის აღდგენისთვის. ასევე ვიყავი ანრი ოხანაშვილთან, ინიციატივითაც ვარ შემოსული, რომელიც გაჩერებულია. ყველა თქვენგთაგანმა თანადგომა გამომიცხადა და რა გვჭირს, ვინ დგას ამ ყველაფერის უკან? ვის უნდა ქართველების ჩაგვრა? მე ვარ ერთი და ჩემს გამო კიდევ 8 ოჯახი, მთელ საქართველოში კი 70 ათასია. რატომ არ გინდათ სამართლიანობის აღდგენა? რატომ არ შეიძლება იმ უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნება, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზეა, არ გაყიდულა, არ გასხვისებულა და არცერთი კაპიკი არ ეხარჯება სახელმწიფოს იმის გარდა, რომ დაუბრუნოს ხალხს და სამართლიანობა აღდგეს. როგორც ჩანს, ამ ყველაფერის უკან, მართლაც კორუფციული სისტემა დგას ერთ ვარიანტში. მეორე ვარიანტში, მინდა გკითხოთ: ვინც ეკრანებზე იხილეთ, ვინც სახლი ჩამომართვა უკანონოდ, იყო ირაკლი ოქრუაშვილი და უკანონოდ, ყალბი ორდერით გადასცა თავის ნათლულის მამას და ამდენი წელია, ცხოვრობენ იქ. არცერთხელ არ მივსულვარ. მივიდა ჩემი ძმა, როცა ისინი ჩასახლდნენ და უთხრა, ვისია ეს სახლიო... არ ელოდნენ ჩემს ცოცხლად დაბრუნებას რუსეთიდან და უთხრეს, როცა დაბრუნდება, გადავცემ სახლს და წავალ ჩემს სახლშიო, რომელიც დაკეტილი აქვს რუსთავში. გეკითხებით: რა გზა მრჩება მე, რა გზა რჩება ჩემს უკან იმ 8 ოჯახს დ არა გზა რჩება დანარჩენ 70 ათას ქართულ ოჯახს იმის გარდა, რომ რაღაც მოვითხოვოთ. მე თქვენი კოლეგა, პარლამენტარი, 24 საათი თქვენთან ერთად ვარ, ვერ მივაღწიე სამართალს, იმის მიუხედავად, რომ მართლა გვერდში მედექით, ბატონო თავმჯდომარევ" -განაცხადა ემზარ კვიციანმა.




