კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ცესკო-ს მიმართეს თხოვნით, რომ მათი საარჩევნო სია ჩაიხსნას.

 მისი განმარტებით, კოალიციის წევრები არ აპირებენ პარლამენტთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ.

„კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკო-ში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკო-ს, რომ ჩვენ ვხსნით სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ შეადგამს ჩვენგან ამ პარლამენტში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.