არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე.

კერძოდ, პირველი, პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი, ფუნდამენტური. ამ არჩევნების არ აღიარება, ამაში აბსოლუტურად, ერთიანები ვართ.

მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ჩვენს პარტნიორებთან.

მესამე, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა ყველა მიმართულებით გვაქვს.

აქციები არ შეწყვეტილა, მას ექნება ის რეჟიმი, ტემპი, ფორმა, დღეები, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული იქნება”, - განაცხადა ხოშტარიამ.