ყველანაირად ვიქნებით ქუჩისთვის მზად. არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს წინასწარ არ შევატყობინებთ, როდის, რომელს საათზე, როგორ იქნება, მაგრამ ამას კოორდინირებულად აუცილებლად მომზადებულად გავაკეთებთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„ქუჩა ითხოვს რამდენიმე რამეს, პირველი - ჩვენი პრინციპია მშვიდობიანობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ვიღაც მოვა და დაგვშლის, ვიტყვით, დავიღალეთ და მორჩა. ქუჩას სჭირდება პრინციპული, შეუპოვარი, მძლავრი ბრძოლა და ამ ბრძოლისთვის ჩვენ მზად ვართ. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ვართ ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ ეს ბრძოლა გამოვაცხადოთ. ასე ვქენით გუშინ და ასე იქნება. მეორე - ამას დასჭირდება კარავიც, წყალგაუმტარი რაღაცები, მილიონი ინფრასტრუქტურული რაღაცა. ყველანაირად ვიქნებით ამ ქუჩისთვის მზად. არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს წინასწარ არ შევატყობინებთ, როდის, რომელს საათზე, როგორ იქნება, მაგრამ ამას კოორდინირებულად აუცილებლად მომზადებულად გავაკეთებთ. ორშაბათს არის მნიშვნელოვანი აქცია დაანონსებული“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.