პრეზიდენტს უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის Le Monde-თვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
„ყველა სათქმელს რაღაცნაირად ამწიფებს გარემოება, დრო, ვითარება. ახლა იმდენად კრიტიკული ფაზაა ქვეყნისთვის, როდესაც საქართველომ გადაწყვეტილება უნდა მოისმინოს ევროპული საბჭოსი. მას უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერესს. მე ეს არ მიკვირს და არც ის არ მიკვირს, ასეთი გავეშებული შეტევა რომ იყო პრეზიდენტის მიმართ", - განაცხადა ბესელიამ.