თანამედროვე გმირების და ვაჟკაცების ეპოქაში ვცხოვრობთ და გავიზარდეთ გამაოგნებელი გმირების ისტორიაზე …. რომელი ერთი და რა ბედნიერებაა რომ ბევრნი არიან …. და ამ გმირების ქვეყანაში ირაკლი კობახიძის ვაჟკაცობაზე ვინც ლაპარაკობს - სირცხვილი ყველას , ამით საკუთარ სიმხდალეს ეფარებიან და გაჩუმდით მაინც! - -წერს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღმნიშვნელ თარიღს.
"აი ასეთი გმირების ქვეყანაა საქართველო გიორგის დარი ვაჟკაცები აი ასე -სიცოცხლეს თმობდნენ სამშობლოსთვის ! 18 აგვისტოს ქვემო ალვანში დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე. როგორ აწამეს, მაგრამ სამშობლოს დროშას არ დააბიჯა! სიცოცხლე დათმო და არ გატყდა!
თანამედროვე გმირების და ვაჟკაცების ეპოქაში ვცხოვრობთ და გავიზარდეთ გამაოგნებელი გმირების ისტორიაზე …. რომელი ერთი და რა ბედნიერებაა რომ ბევრნი არიან …. და ამ გმირების ქვეყანაში ირაკლი კობახიძის ვაჟკაცობაზე ვინც ლაპარაკობს - სირცხვილი ყველას , ამით საკუთარ სიმხდალეს ეფარებიან და გაჩუმდით მაინც!
დიდება ამ ვაჟკაცებს და მადლობა მათ" - წერს ეკა ბესელია.