იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველი ხომ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო და ალბათ შეამჩნევდით, საფრანგეთში როგორი მიღება ჰქონდა პრემიერს და როგორი მიღება ჰქონდა პრეზიდენტს - სხეულის ენა ხშირად უფრო მეტს გეუბნება, ვიდრე სიტყვები, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„საინტერესო იყო პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი. იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველი ხომ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო და ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, როგორი მიღება ჰქონდა პრემიერს და როგორი მიღება ჰქონდა პრეზიდენტს. ეს ნიუანსები, ხელის ჩამორთმევის დეტალებიდან დაწყებული, არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სხეულის ენა ხშირად უფრო მეტს გეუბნება, ვიდრე ბევრი სიტყვა და გამგებმა უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა საერთაშორისო არენაზე ლიდერებთან განსაკუთრებით, რომელიც შენი ქვეყნისთვის დადებით და პოზიტიურ როლს ასრულებს. ასე რომ მე არ მგონია, ვერ დაინახა მმართველმა პარტიამ, რომ პრეზიდენტი არ დაფრთხება, ის როგორც ახლა გაემგზავრა ამ ფორუმზე, არ აუღია ნებართვა და არც წერილი გაუგზავნია, ასე გააგრძელებს, იმიტომ რომ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა, როგორც იურისტი ხაზს ვუსვამ ამას“, - - განაცხადა ეკა ბესელიამ, „ტვ პირველის“ ეთერში.