Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 34%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19.2%

გახარია - საქართველოსთვის - 10.6%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.8%

ახალი ერთობა გვარამია მელია - 9.1%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%

ლეიბორისტული პარტია - 5.1%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%

სხვა პარტიები - 1.2%

2024 წლის ივლისის პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ. 

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79,6% ამბობს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად წავა. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.