დიახ, საქართველოში მშვიდობაა და მშვიდობის ფასი არაფერია! ფაქტი არის ერთი და ნათლად გამოხატული, რომ ამ მშვიდობის საფასურს მხოლოდ ერთი ქართველი, ბიძინა ივანიშვილი იხდის, მის ოჯახთან ერთად! - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში:

სოც ქსელებში უამრავი სტატუსი თუ კომენტარი იწერება მშვიდობასთან დაკავშირებით. დიახ, საქართველოში მშვიდობაა და მშვიდობის ფასი არაფერია! ფაქტი არის ერთი და ნათლად გამოხატული, რომ ამ მშვიდობის საფასურს მხოლოდ ერთი ქართველი, ბიძინა ივანიშვილი იხდის, მის ოჯახთან ერთად! ერისკაცი პირად კეთილდღეობაზე უარის თქმით ინარჩუნებს საქართველოში მშვიდობას! რა შანტაჟის ხერხებს არ მიმართეს, შვეიცარიული ბანკის გაკოტრებაც კი დაიწყეს, როგორმე ზეწოლა რომ მოეხდინათ, მაგრამ ვერ დაამარცხეს და ვერც ვერასდროს დაამარცხებენ, რადგან მართალი კაცია! მადლობა მას და მის ოჯახს! ამ ურთულეს პერიოდში, ძალიან გაგვიმართლა, ღირსეული მამულიშვილი გვყავს და საქართველოში ბომბების წვიმა არ არის! წარმოიდგინეთ, ბატონი ბიძინა რომ არ ყოფილიყო, შესაბამისად ქართული ოცნება არ იქნებოდა ხელისუფლებაში და რა კატასტროფულ სიტუაციაში ვიქნებოდით! უსამშობლო და საკუთარი თავის მტერი უნდა იყო, ამ ყველაფერს ვერ ხედავდე და აფასებდე!