თუ ერთხელ რომ მოატყუეს არასრულწლოვნები ამერიკული კანონის გარუსებით, ახლაც იგივე საშუალებას მივცემთ? 12 პუნქტიც ბლეფია, რეფორმებიც და კიდევ რაღაც მოგონილი ბარიერები! თუ უნდათ მშვიდობა მოგვანიჭებენ, თუ არეულობა, მაშინ არაფერსაც არ მოგვცემენ, მაგრამ არ აგარევინებთ, ისე როგორც, არ დავიწყეთ ომი! - წერს ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში:

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთი „უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს”. ყველა პუნქტი შესრულებულია, რაც გვითხრეს შევასრულეთ, მაგრამ ხანგრძლივი ომის პირობებში სჭირდება გლობალური ომის პარტიას საქართველოში მშვიდობა? არა და ყველაფერს გააკეთებენ რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ! სხვანაირად ვერ გვაიძულებენ ომში ჩართვას და ომი საქართველოში მათთვის პრინციპული საკითხია! დავუშვათ არ მოგვანიჭეს კანდიდატობის სტატუსი, დაიწყეს რევოლუციის მოწყობა და რა? დავულეწავთ თავპირს და კრება დაიშლება! მერე რას აპირებენ? ამათ ქართველები ლომჯარია ხომ არ ვგონივართ? თუ ერთხელ რომ მოატყუეს არასრულწლოვნები ამერიკული კანონის გარუსებით, ახლაც იგივე საშუალებას მივცემთ? 12 პუნქტიც ბლეფია, რეფორმებიც და კიდევ რაღაც მოგონილი ბარიერები! თუ უნდათ მშვიდობა მოგვანიჭებენ, თუ არეულობა, მაშინ არაფერსაც არ მოგვცემენ, მაგრამ არ აგარევინებთ, ისე როგორც, არ დავიწყეთ ომი!