რადგან "ნაცურ" კვლევაში "ოცნებას" 37% დაუწერეს, უნდა დავუმატოთ მუდმივად მოკლებული 25% - ADIOS გლობალური ომის პარტია!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მხოლოდ ერთი! ერთადერთი კვლევა მაჩვენეთ, რომელიც ნაცების დაკვეთით იყო ჩატარებული და ქართული ოცნების არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგთან შედარებით 25% ან მეტი არ ჰქონდა სხვაობა! ერთ მაგალითს გთხოვთ 🙏🏻 12 წელია კვლევებს ატარებენ და ერთნიშნა ცდომილებამდეც ვერ ჩამოვიდნენ🤦🏻‍♂️ შესაბამისად, რადგან ნაცურ კვლევაში ოცნებას 37% დაუწერეს, ამას უნდა დავუმატოთ მუდმივად მოკლებული 25% და მიიღებთ ქართული ოცნების რეალურ პროცენტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის! 62%❗️ 

ADIOS გლობალური ომის პარტია!"- წერს სამხარაძე.

ცნობისათვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება - 37%

გამარჯვების პლატფორმა - 22%

საქართველოსთვის - 10%

გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%

ლეიბორისტული პარტია - 4%

ლელო - 4%

ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%

მოქალაქეები - 2%

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%

პატრიოტთა ალიანსი - 1%

სხვა - <1%