ნუ ცდით თქვენს გაცრილ ბედს, ერთ დღეში აგლაგმავთ, სახელისუფლებო რესურსიც არ იქნება საჭირო, ხალხი ვიზამთ და ვერავინ ვეღარ გიშველით! -  ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე  სუს-ის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის შემდეგ, ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მიკავშირდება, ბდღვნად არ ეყოფათ მთელი სანაცეთი! ჰგონიათ ხელებდაწყობილი დაველოდებით აყროლებული გეგმების განხორციელებას? ვერ წარმოიდგენთ მანქურთებო, თქვენი თრევის მსურველები რამდენი ვართ! ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ოქტომბერ-დეკემბერს, სტატუსთან დაკავშირებული ცირკის ბოლოს, მერე რომ სათქმელი არ ჰქონდეს არავის და ერთხელ და სამუდამოდ დაგამთავროთ! ქვეყნის პატრიოტები ვემზადებით და არა 5იდარასტები, რომლებიც უკრაინაში გყავთ ქვეყნის ასარევ ტრენინგებზე გაშვებული! (ნეტა იცოდნენ რა ელოდებათ უკან რომ ჩამოვლენ). ზედმეტად აცუნდრუკებულები ხართ, ძალიან პატარა მიზეზი გვინდა და მერე ნახოს თქვენმა მესაკუთრე გლობალურმა ომის პარტიამ ვისი აჯობებს! ნუ ცდით თქვენს გაცრილ ბედს, ერთ დღეში აგლაგმავთ, სახელისუფლებო რესურსიც არ იქნება საჭირო, ხალხი ვიზამთ და ვერავინ ვეღარ გიშველით!