ნიკა გვარამიას საკუთარ თავთან დიდი დრო აქვს და კალამბურების და ანდაზების მოფიქრება შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს საზოგადოებისთვის რამდენად სასარგებლო და საინტერესო იქნება, სხვა საკითხია.

„შეუძლია, ანდაზები წეროს. საზოგადოებაში რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა განულებულია და, 100-150 ადამიანის გარდა, იმ შიდა ტერორისტულ მიზნებს თუ სურვილებს არავინ იზიარებს. ამიტომ არ აქვთ არც გეგმა და არც შედეგი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა - ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებით - ამისთვის ზუსტად იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია