ცუდია ამბავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს მიმართავს, რომ ჩვენ და მოლდოვა დღეს და ხვალ ბელარუსი და საქართველო. ბელარუსთან საქართველოს დაწყვილება არასწორია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროკავშირის გადაწყვეტილება განსაზღვრავს მომავალ გზას - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული“.
„განა უშეცდომო ვინ არის. განა მე არ მომსვლია შეცდომა, თან ამდენი წლის განმავლობაში ამ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნის დროს და ვის არ მოსვლია, მაგრამ შეცდომაში გაჯიუტებას ჰქვია სიბრიყვე და არავის ვუსურვებ ამ სიბრიყვეს.
ძალიან ცუდია ამბავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს მიმართავს, რომ ჩვენ და მოლდოვა დღეს და ხვალ ბელარუსი და საქართველო. ბელარუსთან საქართველოს დაწყვილება არასწორია. საქართველო უკრაინის ხელისუფლიდან ბელარუსთან დაწყვილებას არ იმსახურებს,“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა.