კობახიძესთან გუშინდელი შეხვედრა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი უკეთეს პოლიტიკურ და მედია ელიტას იმსახურებს. - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრას.
"ფეისბუკში" ჩერგოლეიშვილის შეფასებას კომენტარები მოჰყვა. სადაც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი წერს.
"_ ძაან დიდი gap-ია საზოგადოების მოწინავე ნაწილსა და ოლიგარქიულ პოლიტიკურ და მედია სპექტრს შორის.უყურებ და ხედავ, რომ ვიღაც დინოზავრები ბაზრობენ, ვინც ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილს არ წარმოადგენს.
_ მიზეზი ისაა რომ ტელემედია არა მერიტოკრატიული, არამედ დონორის მორჩილების ნიშნით შერჩეულია და ვინც მაგას თანხმდება, by default უხარისხო და უნიჭოა. ანუ უნიჭო თუ არ ხარ, არ დათანხმდები იმას, რასაც მთავარის ჟურნალისტები თანხმდებიან. ზუსტად ისე, როგორც უნიჭო თუ არ ხარ, მიშას ტუფლების ტარებას არ იკადრებ სიაში მოსახვედრად." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.