დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტის სხდომა უნდა დაწყებულიყო, სადაც "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტზე უნდა ემსჯელათ. თუმცა უკვე საათზე მეტია კომიტეტის სხდომა ვერ იწყება, რადგან პარლამენტის შენობაში, დერეფანშიც და სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა შეძახილებით - "არა რუსულ კანონს"
გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები შევიდნენ და "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს მოუწოდეს, არ განიხილონ ეს კანონი, რომელიც რუსეთს აწყობს და მათ მოღალატეები და აგენტები უწოდეს.
რასაც მათ შორის დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "პაგონიანი", რუსეთის ოფიციალური აგენტები იღებენ აგენტების შესახებ კანონს - მოღალატეები არიან