ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტის სხდომა უნდა დაწყებულიყო, სადაც "ხალხის ძალის"  ინიცირებული კანონპროექტზე უნდა ემსჯელათ. 

კომიტეტის სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება, რადგან პარლამენტის შენობაში, დერეფანშიც დასაკომიტეტი დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა შეძახილებით - "არა რუსულ კანონს" 

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყველა ის დეპუტატი ვინ "ხალხის ძალას" კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მოღალატედ გამოცხადდება.

"პაგონიანი" აგენტები იღებენ აგენტების შესახებ კანონს. ნამდვილი აგენტები არრიან, რუსეთის ოფიციალური აგენტები იღებენ აგენტების შესახებ კანონს. მოღალატეები არიან.

თითოეული მათგანი ვინც ამას ხმას მისცემს სახელმწიფო დამნაშავედ იქნება გამოცხადებული. დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით" - განაცხადა გოცირიძემ. 

https://www.facebook.com/1653230995/videos/1582745635534101/