2024 წლის არჩევნებზე გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„კვლევები ეს პირობითია და ამაზე, არც აჟიტირება ღირს და არც პირიქით. ისეთი კვლევები რომლებიც პოლიტიკური პარტიების ინტერესებს წარმოადგენენ, განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გიორგი გახარიას მიმართ ნეგატივის დაბალი დონე IRI-ის კვლევითაც დასტურდება. მე გარწმუნებთ, რომ გიორგი გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, რომ ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება. მე ამაში გარწმუნებთ.
ჩვენი გუნდი ჩვენს თავზე ვმუშაობთ, ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა, რომ არ აქვს ყველა ხედავს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.