რა თქმა უნდა, ყველა თავისით წყვეტს, რა როგორ გააკეთოს, მაგრამ ჩვენი გუნდის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ზოგისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წყვეტს:
"რამდენიმე დღეა “ლელოს” სპიკერები ორგანიზებულად მედიაში მხოლოდ გახარიაზე საუბრობენ.
ჩვენი გუნდი, როგორც აქამდე, პარლამენტში გააგრძელებს მათ შორის “ლელოსთან” თანამშრომლობას იმ საკითხებზე, რაზეც ვთანხმდებით. არასოდეს არავისთან თანამშრომლობის კომპლექსი არ გვქონია, არ გვაქვს და არ გვექნება.
პოლიტიკურ პარტიას არაფერი ასახსნელი სხვა პარტიასთან არ აქვს. მთავარია ხალხი - ხალხთან კომუნიკაცია ყოველთვის იყო გახარიას ძლიერი მხარე რა თქმა უნდა, ყველა თავისით წყვეტს, რა როგორ გააკეთოს, მაგრამ ჩვენი გუნდის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ზოგისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
წარმატებები ყველას."