ასამოქმედებელია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი აცრის და სტერილიზაციის პროგრამები! - წერს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში, რომელიც ხონში გამოვლენილ ცოფის შემთხვევას უკავშირდება:
ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის. ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი მარტვილში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ძაღლების 70%-ის აცრაა საჭირო ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად. ასეთ დროს წყდება ცოფის გადაცემა ძაღლებში და საბოლოოდ - ადამიანში. ასამოქმედებელია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი აცრის და სტერილიზაციის პროგრამები!" - წერს ანა ბუჩუკური.