პარადოქსული სიტუაციაა - ხალხი პროევროპელია, ხელისუფლება კი მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
"რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ჩვენმა პარტნიორებმა კარგად დაინახეს და კიდევ ერთხელ და დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხი არის პროევროპელი და მათი არჩევანი არის მტკიცე, რაც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი სამშობლოს გაწევრიანებას. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" დამსახურებით, მათი პოლიტიკა დაკავშირებული იქნა რუსეთის ინტერესებთან და ისინი ფაქტის კონსტანტირებას ახდენენ, რომ მათი მოქმედება არის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. მე საერთოდ არ მიხარია, რომ პირდაპირ საუბრობენ ევროპარლამენტში ამ ქვეყნის ხელისუფლების მოქმედების რუსულ ინტერესებზე. დადებითია ის, რომ ქართველი ხალხის გზავნილი დანახულია. ასეთი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, როცა ხალხი პროევროპელია და ხელისუფლება მოქმედებს ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ის უცნაურობა და პარადოქსია, რის გამოც გაიმართა დებატები ევროპარლამენტში,"- განაცხადა ბუჩუკურმა.