სააკაშვილს და მასთან დაკავშირებით ჯილდოების გადაცემის მარათონს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ამით სააკაშვილს ამ ჯილდოს გადაცემის ავტორები აშარჟებენ - ან მასხარად იგდებენ ამ ადამიანს, ან წარმოუდგენელია, არ იცოდნენ, რომ ეს ამორალურია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

"სააკაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ჯილდო არც მეტი არც ნაკლები, როგორც ნომერ პირველ წამების შემქმნელ არქიტექტორს, საკუთარი ქვეყნის დამტერორებელს, ამის შემოქმედს და თავად ფუძემდებელს.

ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია სააკაშვილთან დაკავშირებით განსაზღვრა ჯილდო და ეს ჯილდო არის მისი ის პოზიცია, რომ ქართველი ხალხისთვის, საქართველოსთვის, მიხეილ სააკაშვილი არის წამების, გაუპატიურების, ცოცხების მოქმედების მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი, ეს ჯილდო გადასცა მას ყველაზე აღმატებულმა ქართველმა ხალხმა და საქართველომ,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.