„სჯობს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა არჩევნებამდე, დროებით შეუჩეროს რათა თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული და აცნობიერებდეს, რომ ხელისუფლების ბოროტმოქმედების გამო ისჯება" - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი გადაცემაში "წერტილი თელარა გელანტიასთან" ერთად განაცხადა.
"ხელისუფლება გადაჰყვება რუსულ კანონს, ქვეყანას კი ექნება ძალიან რთული პერიოდი არჩევნების დღემდე. ივანიშვილის რეჟიმმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან.
... უვიზო მიმოსვლის 6 თვით შეჩერების საკითხს სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს და მსჯელობს.
... თუ მაინც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება ევროპულმა კავშირმა და გარდაუვალია, რომ ეს არ მიიღოს ეს ევროპულმა კავშირმა, უმჯობესია არჩევნების შემდეგ ამის გაკეთებას, არ აღიარებას და არალეგიტიმურად ცნობას და მერე სანქციების თან დართვას, უმჯობესია პრევენცია მიიღოს და საზოგადოება და თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს გაცნობიერებული, რომ რეალურად ამ ხელისუფლების ბოროტი მოქმედების გამო ისჯება - ზარალდება.
" - განაცხადა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი
შეგახსენებთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც ოპოზიცია რუსულ კანონს უწოდებს 2024 წლის 4 ივნისს ძალაში შევიდა, კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.