„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა.
მგზავრები ჩინეთის მიმართულებით გააცილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა.
აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.