ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა. „გირჩის“ წევრის თქმით, მისი პარტია მოვლენათა განვითარებას გარედან აკვირდება, თუმცა პარტიები, რომლებსაც „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირი აქვთ, დილემის წინაშე დგანან.

„ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ძალიან გვაღელვებდეს მათი მმართველობის სისტემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის პარტიები, რომლებიც აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას ან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, მგონი რთული დილების წინაშე დგანან, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი პრობლემა აქვს - ისინი ამაყობენ იმით, რაც უნდა მოინანიონ და ივიწყებენ იმას, რაც მართლა საამაყოა. საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდი თავისი ისტორიის ნაწილით ბრუნდებიან პოლიტიკაში სრულფასოვნად. არ მგონია, ეს წარმატებული გზა იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მათი არჩევანია, მათი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და მათივე პოლიტიკური პარტნიორების“, - მიიჩნევს რაქვიაშვილი.