„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მდგომარეობით მთელი ოპოზიცია ზიანდება. პარლამენტის ნახევარი ცარიელი ზის ფაქტობრივად იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ და ამით, უამრავი სხვა პრობლემა ჩნდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პროცესშია, ფაქტობრივად დაშლილია. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეს ვთქვით, რადგან ვხედავდით პრობლემას. პარტია არ იყო ერთიანი ორგანიზმი, რომელიც ერთი მიზნისკენ მიისწრაფვის. როდესაც ეს არჩევნები ჩატარდა და ხაბეიშვილი აირჩიეს, მათ სურდათ, რომ მოეგვარებინათ ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ კიდევ უფრო გაღრმავდა. ვხედავთ, რომ ფაქტობრივად პარტია დაშლილია. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ყველამ მიიღო მონაწილეობა, მეც, „ქართულმა ოცნებამაც“, „გირჩის“, გახარიას პარტიის მხარდამჭერებიც იღებდნენ მონაწილეობას და რაღაც აბსურდი გამოუვიდათ არჩევნების ნაცვლად. როცა ასე აირჩევ პარტიის თავმჯდომარეს, თან შიგნით ვიღაცები გაყარეს, დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი განხილვა მოჰყვებოდა ამ პროცესს, ბუნებრივია შედეგი. ფაქტობრივად თავმჯდომარე ჰყავთ, რომელიც, შეიძლება კეზერაშვილის ფული იყოს, მერაბიშვილის გავლენები, რომ ეს იერარქია აეწყოთ, მაგრამ როგორც ჩანს არ არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ პარტია ნორმალურად ფუნქციონირებდეს. არც საპარლამენტო ცხოვრებაში იღებენ მონაწილეობას, არც აქციებს აწყობენ და საერთოდ გაურკვეველია, რით არის პარტია დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მდგომარეობით მთელი ოპოზიცია ზიანდება. პარლამენტის ნახევარი ცარიელი ზის ფაქტობრივად იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ და ამით, უამრავი სხვა პრობლემა ჩნდება“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.