ალეკო ელისაშვილი: კოალიცია რომ შევქმნათ იმ პარტიებმა, რომლებსაც არც „ოცნება“ გვინდა, არც ენმ, მერე რა ვაკეთოთ, ხორუმი ვიცეკვოთ, თუ ბუქნები ვაკეთოთ? ახლა ამას აზრი არ აქვს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„არჩევნები არის 2024 წლის ოქტომბერში. ახლა რაღაც კოალიცია რომ შევქმნათ იმ პარტიებმა, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ გვინდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე რა ვაკეთოთ, ხელი ჩავკიდოთ და „ზილინა“ ვიცეკვოთ, ხორუმი ვიცეკვოთ, თუ ბუქნები ვაკეთოთ ერთად. ახლა აზრი არ აქვს ამას. ახლა ყველაზე სწორი იქნება, რომ ელემენტარული დავიწყოთ ერთმანეთთან ლაპარაკი და შევძლოთ, რადგან ქვეყანას ასე სჭირდება. ერთმანეთი ხომ გვყავს ყველას დალანძღული. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მე პირადად არაფერი სალაპარაკო არ მაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.