„ქართული ოცნება“ ამ პრეზიდენტსაც ეფარიკავება და ეხმალავება - დაბალი კულტურის გამოვლინებაა - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„ფაქტია, „ქართულ ოცნებას “ უნდა , რომ აკონტროლებდეს აბსოლუტურად ყველაფერს და პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ფეხს ითრევს და არ უნდა დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“ ტოტალური კონტროლის განხორციელებაში, მათ შორის ეროვნულ ბანკში და ახლა „ქართული ოცნება“ ამ პრეზიდენტსაც, თავის მიერ არჩეულ და წარდგენილ პრეზიდენტსაც ეფარიკავება და ეხმალავება. ძალიან დაბალი კულტურის გამოვლინებაა „ქართული ოცნების“ მხრიდან - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ცნობისათვის, პარტია “ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.