29 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სხდომების დარბაზში, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება
„ევრონესტის“ ოფიციალურ საიტზე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელაგატებისადმი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ალენ სიმონიანის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, იუნუს ომარჯის (ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეტსოლას სახელით), ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის მოადგილის, ოდრონე პერკაუსკიენის (ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასის სახელით), ევროკომისიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ადრიენ კირალის (ევროკომისრის, მარტა კოსის სახელით) სახელით მიმართვების შემდეგ ტრიბუნა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს დაეთმობა დარბაზში შეკრებილების წინაშე წარდგებიან:
ოლივერ რიოპკე - ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტი (დაზუსტდება);
ჩაბა ბორბოლი (RO/EPP), ჰარგიტას საგრაფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, რეგიონების კომიტეტისა და CORLEAP-ის წევრი;
ლაშა ტუღუში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამეთვალყურეო კომიტეტის თანათავმჯდომარე.
დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის და „ევრონესტში“ საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, „ევრონესტის“ მე-12 საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართ. წერილში მან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და „ევრონესტს“ აცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ (თავმჯდომარე: ლევან მახაშვილი; წევრები: მაია ბითაძე, ვახტან თურნავა, ვიქტორ სანიკიძე, ლიკა შარტავა, ირაკლი ბერაია) თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეტალურად შეეხო იმ მიზეზებს, რის გამოც საქართველო უარს ამბობს „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, „ევრონესტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის მხოლოდ ორი ქვეყანა, სომხეთი და უკრაინა, იქნება წარმოდგენილი.
ცნობისთვის: 2006 წელს ევროპარლამენტში აღმოსავლეთ მეზობლებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) საპარლამენტთაშორისო ფორუმის შექმნის იდეა გაჩნდა. 2008 წლის მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადოსლავ სიკორსკი და კარლ ბილდტი. „ევრონესტი“ 2011 წელს დაფუძნდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის 60 წევრს და აღმოსავლეთ ევროპის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტების 50 წევრი (10-10 სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან; ბელარუსს წევრობა შეჩერებული აქვს, საქართველოს დელეგაცია კი არასრულია ოპოზიციური პარტიების კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე კანდიდატების არარსებობის გამო). ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები არიან ივან კრულკო (უკრაინა) და სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია). ევროპარლამენტის დელეგაციაში შედიან: რასა იუკნევიჩიანე (ლიეტუვა), მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი), მალგოჟატა გოშევსკა, ტიერი მარიანი (საფრანგეთი), ნაჩო სანჩეს ამორი (ესპანეთი), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა) და სხვები.




