ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია აქვეყნებს.
სტამბოლის საოჯახო საქმეების სასამართლოში განიხილება განქორწინების საქმე, რომელშიც საქმე ეხება არა მხოლოდ ფულსა და ქონებას, არამედ კატებსაც.
ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ბუგრა ბ., რომელმაც „შეურიგებელი უთანხმოების“ გამო მეუღლესთან, ეზგი ბ.-სთან განქორწინება მოითხოვა, დათანხმდა, რომ ორი კატა დარჩეს მის მეუღლესთან და მეურვეობისთვის მას ყოველთვიურად 10 000 თურქული ლირა (240 დოლარი) გადაუხადოს.
შეთანხმების თანახმად, ბუგრა ბ. ყოფილ მეუღლეს კომპენსაციის სახით ასევე გადაუხდის 550 000 თურქულ ლირას (13 200 დოლარი).
შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, „კატების ალიმენტის“ თანხის ინდექსირება ყოველწლიურად, ინფლაციის მიხედვით, მოხდება. კატების ათ წელზე ნაკლებ დროში სიკვდილის შემთხვევაში „კატების ალიმენტის“ გადახდის ვალდებულება წყდება.




