თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და  ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

საქართველოს პროკურატურა, დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია "ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს"