უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გაგრძელებისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და ამ მიზნით მან ქვეყნის საგარეო უწყებას პარტნიორებთან კონტაქტების აქტივიზაცია დაავალა. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის Telegram არხზე გაავრცელა.
მისი თქმით, ოდესის, ჟიტომირის და უკრაინის სხვა ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ სამხედროებს ადამიანებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება დაევალა.