უკრაინამ თურქეთსა და გაეროს წინადადებით მიმართა, "მარცვლეულის დერეფნის" ფუნქციონირება რუსეთის გარეშე გაგრძელდეს. ეს განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, საღამოს გამოსვლაში გააკეთა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთთან არანაირი შეთანხმება არ გაუფორმებია და მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან გაფორმდა.
"შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შეუძლია და უნდა გააგრძელოს მუშაობა რუსეთის გარეშე... ის ისევ მქომედია. ერთადერთი, რაც ახლა რჩება, არის მისი ფრთხილად განხორციელება, მსოფლიოს გადამწყვეტი ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე." - თქვა მან.
მან განაცხადა, რომ მან ოფიციალური წერილები გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს წინადადებით, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ან მისი ეკვივალენტი სამმხრივ ფორმატში გაგრძელდეს.
"უკრაინას, გაეროს და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და გემების შემოწმება. და ეს მსოფლიოში ყველასთვის აუცილებელია." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.