უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. ამის შესახებ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში თქვა.
შეკითხვაზე აქვს თუ არა საბრძოლო თვითმფრინავებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის კონტრშეტევისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: "სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა... მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ასე გაჭიანურება შეუძლებელია და დავიწყებთ მანამდე, ვიდრე F-16-ები ან კიდევ სხვა რამ გვექნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტები სრულად უნდა განიდევნონ უკრაინის ტერიტორიიდან და მხოლოდ მაშინ დაკავდება რუსეთი თავისი შიდა საკითხებით.
"რუსეთის დამშვიდება, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, რომ ვისწავლით თვითმფრინავების მართვას და შემდეგ დავიწყებთ, ასე არ იქნება, ჩვენ დავიწყებთ და წავალთ წინ", - განაცხადა ზელენსკიმ.